პოლიტიკა

პრეზიდენტი დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხებს

11.01.19 11:30


საქართველოს პრეზიდენტი დღეს მედიის შეკითხვებს უპასუხებს. სალომე ზურაბიშვილის პრესკონფერენცია 17:00 საათზე გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, სალომე ზურაბიშვილი მზადაა, ჟურნალისტების შეკითხვებს ყველა აქტუალურ თემაზე უპასუხოს.

პრესკონფერენცია ათონელზე მდებარე სასახლეშია ჩანიშნული.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტს ბოლო პერიოდის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციაზე საკუთარი პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები