პოლიტიკა

საოკუპაციო რეჟიმმა ენგურის ხიდი ცალმხრივად "ღორის გრიპის" გამო ჩაკეტა

11.01.19 12:45


ენგურის ხიდი დღეს დილიდან ცალმხრივად ჩაკეტილია. აფხაზეთის ტერიტორიიდან ზუგდიდში არავის უშვებენ, მხოლოდ ზუგდიდიდან იმ პირებს ატარებენ, რომლებსაც საბუთები წესრიგში აქვთ. მოსახლეობას ე.წ. მესაზღვრეები ეუბნებიან, რომ საქართველოში გავრცელებული ღორის გრიპის გამო კარანტინია გამოცხადებული და ენგურის ხიდს 25 იანვრამდე ვერ გადაკვეთენ.

ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ.

რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით უცნობია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები