პოლიტიკა

წინმსწრებად იმის თქმა, რომ ეს პოლიტიზირებული საქმეა, არასწორია – ცქიტიშვილი TBC ბანკზე

11.01.19 13:30


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თეორიულად, არ არის გამორიცხული, რომ “თიბისი ბანკში” რამე დარღვევა იყოს, ამიტომ გაუმართლებლად მიაჩნია საკითხის “პოლიტიზირება”.

“თუ არის დანაშაული, ბუნებრივია, ეს დანაშაული არ დაიმალება და გამოჩნდება. თუ ზედმეტად ცდილობს პროკურატურა, ესეც გამოჩნდება.

არაფერი ამ საქმეში დაფარული არ დარჩება, ყველაფერი გამომზეურდება, მაგრამ წინმსწრებად იმის თქმა, რომ ეს აუცილებლად პოლიტიზირებული საქმეა, არ არის სწორი. თქვენ გამორიცხავთ თეორიულად, რომ თიბისი ბანკში დარღვევები შეიძლება ხდებოდეს? თეორიულად მე არ გამოვრიცხავ, ამიტომაც არსებობს პროკურატურა, თუ იქნება დარღვევა, მითუმეტეს დანაშაული რომელიმე სტრუქტურაში, ეს გამოვლინდება”, – უთხრა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია “პირველს”.

მთავარმა პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ “თიბისი ბანკიდან” გამოძების ფარგლებში ამოიღო დოკუმენტაცია. უწყების თქმით, 2008 წლის აპრილში და მაისში შპს “სამგორი თრეიდმა” და შპს “სამგორი M-მა” “თიბისი ბანკისგან”, სათანადო უზრუნველყოფის გარეშე, დაჩქარებული წესით მიიღეს, საერთო ჯამში, 17 მილიონ აშშ დოლარამდე სესხი.

პროკურატურა ასევე ირწმუნება, რომ ამ კომპანიებისთვის ნასესხები თანხა “თიბისის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და ასევე, ბადრი ჯაფარიძემ ისესხეს, როგორც ფიზიკურმა პირებმა, შემდეგ კი ბანკმა ვალი ჩამოაწერა ორივე კომპანიას.

“თიბისი ბანკმა” გავრცელებულ ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები