საზოგადოება

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი კიდევ ექვს ობიექტს მიენიჭა

13.02.19 11:15


საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი კიდევ ექვს ობიექტს მიენიჭა – ისინი ჩვ.წ.აღ-მდე V–IV ათასწლეულებიდან ХIХ საუკუნემდე პერიოდით თარიღდება.

ქუთაისის ისტორიული ნაწილი შესაძლოა იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადოს.

შესაბამისი ბრძანება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული, რომელსაც ხელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე აწერს.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მატარებელი გახდნენ შემდეგი ობიექტები:

ხიდი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი გომბორი, XIX საუკუნე;
„ბნელა საყდარი“ – სამეკლესიანი ბაზილიკა, მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კევლიანი, VII საუკუნე;

ენეოლითური სადგომი – მარნეულის მუნიციპალიტეტი, სოფელი კასუმლო, ძვ.წ. V–IV ათასწლეული;

სართიჭალის ობელისკი – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი სართიჭალა, 1849 წელი;

ქვემო ბოლნისის წმ. ნინოს ეკლესია – ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი, IX-X საუკუნეები;

ქვემო ბოლნისის სამეკლესიანი ბაზილიკა – ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ბოლნისი, VI საუკუნე.

საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო იუნესკოს 2003 წლის კონვენციის თანახმად ფუნქციონირებს 2008 წლიდან. იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად, სააგენტოს მიზანს თავისი ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშების რეგისტრაცია, შენახვა, კვლევა და პოპულარიზაცია წარმოადგენს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები