ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2018 წელს პროგნოზზე დაბალია

22.03.19 11:45


საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, 4,7% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის - „საქსტატის" მასალებში.

„საქსტატმა" 2019 წლის იანვარში გამოქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმად ქვეყანაში ეკონომიკურმა ზრდამ გასულ წელს 4,8% შეადგინა.

მიმდინარე ფასებით მშპ-მა გასულ წელს 16,2 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე - 4,3 ათასი დოლარი.

დეფლატორმა საანგარიშო პერიოდში 3,6% შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ქართული ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2018 წლის ივლისში იყო 5,5%. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიამ, რომელიც საქართველოში 2018 წლის ოქტომბერში იმყოფებოდა, თავისი პროგნოზი 5%-ით განსაზღვრა.

სფეროები - ლიდერი ზრდის თვალსაზრისით
ყველაზე მეტი ზრდა 2018 წელს აჩვენა შემდეგმა სფეროებმა: ფინანსური საქმიანობა, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები.

სფეროების ტოპ-ხუთეული ზრდის მიხედვით 2018

ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა მშენებლობის სფეროში (-3,1%).
მშპ-ის სტრუქტურაში ხვედრითი წონა აქვს ვაჭრობის, მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებს.

ვაჭრობის - 17%; მრეწველობის - 17%; ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის - 10,2%; მშენებლობის - 9,3%, სახელმწიფო მართვის - 8,2%" სოფლის მეურნეობისა და თევზჭერის - 7,7%; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების, იჯარისა და მომხმარებლის მომსახურების - 7,4%, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის - 5,8%.

მშპ-ის სტრუქტურაში ხვედრითი წონის ლიდერები 2018 წელს

მიმდინარე წლის ზრდის პროგნოზები
საქართველოს ეკონომიკის ზრდის სსფ-ის პროგნოზი არის 4,6%-ის დონეზე. ამასთან, ფონდში აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში, როგორც მოსალოდნელია, უფრო დაბალი საგარეო მოთხოვნებისა და კრედიტირების უფრო ნელი ზრდის კომპენსირებას მოახდენს.

მსოფლიო ბანკის პროგნოზი საქართველოს ეკონომიკის ზრდისა 2019 წელს არის 5%-ის დონეზე, ხოლო შემდეგ წლებში - 5,1%-ის. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველო იქნება ქვეყანა ყველაზე მზარდი ეკონომიკით.

ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, 2019 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,5%-ს შეადგენს. რაც შეეხება მომავალი წლების პროგნოზს, სავარაუდოდ, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს შეადგენს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ძირითადი მიზეზებია ექსპორტის, ტურიზმის შემოსავლებისა და საზღვარგარეთიდან ფულადი გადმორიცხვების ზრდა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები