პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა დან პეტრეს შეხვდა

22.03.19 16:00


საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა რუმინეთის დიპლომატიური აკადემიის რექტორს დან პეტრეს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის მიმართულებები განიხილეს.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა, ისაუბრეს დიპლომატიური აკადემიის საქმიანობაზე და კვლევებისა და ანალიტიკური მიმართულებებით აკადემიასთან თანამშრომლობის სიკეთეებზე. შეხვედრისას, აღინიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის.

„მსგავსი შეხვედრები და ვიზიტები უფრო მჭიდრო თანამშრომლობის წინაპირობაა ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის კვლევითი ინსტიტუტების ჩამოყალიბება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

შეხვედრაში ასევე, მონაწილეობდნენ რუმინეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, რადუ ლივიუ ჰორუმბა და ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი თინათინ ბრეგვაძე.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები