ეკონომიკა

I კვარტალში ექსპორტი 12.8%-ით გაიზარდა

15.04.19 12:30


საგარეო ვაჭრობის ბრუნვა I კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.1%-ით $2.807 მლრდ-მდე შემცირდა.

საქსტატის ინფორმაციით 3 თვეში ექსპორტი 12.8%-ით $826 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 4.7%-ით $1.981 მლრდ-მდე შემცირდა.

მოცემულ პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა $1.155 მლრდ შეადგინა, რაც მთლიანი სავზაჭრო ბრუნვის 41.1%-ს უდრის.

რაც შეეხება კონკრეტულად მარტს, მარტში ექსპორტი 12.2%-ით $321 მლნ-მდე გაიზარდა, იმპორტი კი 12.5%-ით $740 მლნ-მდე შემცირდა.

I კვარტალის საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 აპრილს გამოქვეყნდება.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები