პოლიტიკა

საქართველოსა და კვიპროსს შორის თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა

17.04.19 15:30


საქართველოში კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადის ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნებს შორის ჯანდაცვის და მედიცინის, ინფორმაციის გაცვლის, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სფეროებში თანამშრომლობის ხელშეკრულებები გაფორმდა.

შეთანხმებას და დოკუმენტებს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და სოფლისმეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლევან დავითაშვილმა, ხოლო კვიპროსის რესპუბლიკის მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოსკრისტოდოულიდესმა.

დავით ზალკალიანმა კვიპროსის რესპუბლიკის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტს ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს საქართველო- კვიპროსისურთიერთობებს ახალ დონეზე გადაიყვანს.

„პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ მართლაც ისტორიული ვიზიტია დამოუკიდებლობის ისტორიაში, ეს არისპირველი ვიზიტი კვიპროსის პრეზიდენტის და განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, კვიპროსი არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიულიმთლიანობის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მხარდამჭერი, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო ფორუმში და ფორმატისფარგლებში და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი ღონისძიებები რაც დაგეგმილია იგივე აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალი, იქაც გვექნებაკვიპროსის მტკიცე მხარდაჭერა“- განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ კვიპროსის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და კვიპროსის რესპუბლიკისსაგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები