პოლიტიკა
18.04.19 10:30
კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისისა და ქალბატონ ანდრი ანასტასიადისის პატივსაცემად, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სახელით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ოფიციალური ვახშამი გაიმართა.
ოფიციალურ ვახშამს, სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი მეუღლეც ესწრებოდნენ.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ჩვენთან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე იმყოფება ყოფილი პრეზიდენტი. საქართველოში ეს აქამდე არ ყოფილა და იმედი გამოთქვა, რომ რომ ამ ტრადიციას საფუძველი ჩაეყრება.
საქართველოს და კვიპროსის პრეზიდენტებმა ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს.
,,კვიპროსი ქართველებისთვის, პირველ რიგში, იყო გზა წმინდა მიწისკენ.
ნიშანდობლივია, რომ არსებობს ცნობილი ლეგენდაც, რომელიც აღწერს ჩვენი დიდი მეფის - თამარის ვაჟის, ლაშა-გიორგის მოგზაურობას კვიპროსის გავლით წმინდა მიწისკენ.
ამ გზამ ქართველები და კვიპროსელები ისე დაგვაახლოვა, რომ ჩვენ საიმედო მეგობრები გავხდით და ისტორიის არც ერთ ეტაპზე ამ ურთიერთობას ბზარი არ შეჰპარვია.
კვიპროსის ღალიის ქართველთა მონასტერი, რომლითაც ქართველებიც და კვიპროსელებიც ასე ვამაყობთ, ჩვენი დიდი მეგობრობის სიმბოლოა.
ღალიის არქეოლოგიური გათხრები, კონსერვაცია და, ბოლოს, მისი კვიპროსის ტურისტულ მარშრუტში ჩასმა მოწმობს იმას, თუ რამდენად ძვირფასია ქართული კულტურული მემკვიდრეობა თქვენთვის, რამდენად აფასებთ მის მნიშვნელობას.
თანამშრომლობის ის დონე, რაც ზოგადად, ჩვენს ქვეყნებს შორის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებობს, სრულიად განსაკუთრებულია. ეს მზრუნველობა, ისტორიულად, ორმხრივი იყო. ქართველთა მეფე - ერეკლე მეორე განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენდა კიკოსის მონასტრის მიმართ.
საამაყოა, რომ ამ ღრმა ურთიერთობას დრო ვერაფერს აკლებს, - ორი წლის წინ დაიწყო არქეოლოგიური გათხრები სოფლებში - ალამინოსსა და სოფტადესში. ისინი, ისტორიული წყაროების მიხედვით, ქართულ ძეგლებად მოიაზრება. აღსანიშნავია, რომ ეს გათხრები ქართული არქეოლოგიური მისიების მიერ მიმდინარეობს და მინდა, განსაკუთრებული მადლობა გითხრათ ამ ჟესტისთვის.
ჩვენ ძალიან მადლიერი ვართ, რომ კვიპროსის სამთავარეპისკოპოსომ და, თავისი გადაწყვეტილებებით, ხელისუფლებამ საქართველოს საპატრიარქოს სამონასტროდ, სრულ მფლობელობაში, უსასყიდლოდ გადასცეს 13 ათასი კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი კვიპროსის აგია-მარინაში. ეს ისტორიული ფაქტია, რისთვისაც ძალიან მადლობელნი ვართ.
ასევე, აუცილებად უნდა აღვნიშნო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, როდესაც ჩვენს ქვეყანას ძალიან უჭირდა, წალკაში უწყლობის პრობლემის გადაჭრაში დიდი დახმარება გაგვიწია ბატონმა გეორგიუს იაკოვუმ. ბატონი გეორგიუსი მაშინ ხელმძღვანელობდა ყოველთა ბერძენთა საერთაშორისო ფონდს.
მისივე მხარდაჭერით თბილისში გაიხსნა უფასო სამედიცინო დაწესებულება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს მაშინ ფასდაუდებელი ჰუმანიტარული აქცია იყო.
ჩვენი ვალია, შევინარჩუნოთ საუკუნეებგამოვლილი ეს იშვიათი ურთიერთპატივისცემა. მჯერა, რომ ამ ურთიერთობას, ერთმანეთის უანგარო მხარდაჭერას თაობები გააგრძელებენ, რადგან მას ძალიან ძლიერი საძირკველი აქვს.
კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება საქართველოში! გისურვებთ მშვიდობასა და დიდ წარმატებებს! გთავაზობთ ქართველი და კვიპროსელი ხალხების მეგობრობის სადღეგრძელოს!"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24