პოლიტიკა

ნინო ბურჯანაძე საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა

18.04.19 16:20


„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრებს აგრძელებს. დღეს პარტიის ლიდერი საფრანგეთის ელჩს პასკალ მენიეს შეხვდა.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ინფორმაციით, ელჩთან შეხვედრაზე ნინო ბურჯანაძემ პარიზში, ნოტრ-დამში გაჩენილი ხანძარის გამო სინანული გამოხატა და აღნიშნა, რომ პარიზის ღვთისშობლის ტაძარი მხოლოდ ფრანგების სიამაყე არ არის, ის არის მსოფლიო ცივილიზაციის განძი.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის საფრანგეთის ელჩთან შეხვედრის მთავარი მიზანი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სწორად შეფასებაა.

„პასკალ მენიეს ვაცნობე, რომ ქვეყანა არის მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში, რაც გამომდინარეობს არაჯანსაღი საარჩევნო სისტემიდან, დაქვემდებარებული სასამართლო პროცესებიდან, მართული მოსამართლეებიდან. ხელისუფლება აბსოლუტურ იგნორირებას უკეთებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, როგორიცაა ეუთო და ვენეციის კომისია. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, პასკალ მენიეს გავაცანი ჩემი და ჩემი გუნდის ხედვები და სამომავლო გეგმები“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე უკვე შეხვდა ევროკავშირის და საფრანგეთის ელჩებს, დღის ბოლოს კი დაგეგმილია გერმანიის ელჩ ჰუბერტ ქნირშისთან შეხვედრა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები