ეკონომიკა

წლიური ინფლაციის დონე გაიზარდა

03.05.19 12:15


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.1% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.7 %-იანი მატება, რაც 0.21 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (5.6 %), ხილი და ყურძენი (5.0 %), ასევე ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 %). ამასთან, ფასების კლებადაფიქსირდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (-3.8 %).

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 1.4 %-ით, რამაც 0.04 პროცენტული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. ფასების მატება დაფიქსირდა როგორც ტანსაცმელზე (1.7 %), ისე ფეხსაცმელზე (1.1 %);

სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ფასები მომატებულია 0.7%-ით.

შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა მთლიან ინდექსში 0.03 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ჯგუფში ფასების მატება დაფიქსირდა ღამის გასათევით მომსახურებაზე (2.8%).

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9 %-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.82 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (25.8%), თევზეული (13.9%), პური და პურპროდუქტები (11.3%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (4.7 %). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-22.3%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა 21.%-თ, რაც 1.38 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე.

ფასები მომატებულია თამბაქოს ნაწარმზე (44.4%);

დასვენება, გართობა და კულტურა: ფასები გაზრდილია 7.2%-ით, შესაბამისად ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.41 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ფასები გაიზარდა გასართობ და კულტურულ მომსახურებაზე (6.7%);
ტრანსპორტი: ფასები მომატებულია 2.3%-ით, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაში. ჯგუფში ფასების ზრდა, ძირითადად, დაფიქსირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (3.5%).



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები