პოლიტიკა

გიორგი გახარიამ საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს დელეგაციას უმასპინძლა

16.05.19 12:00


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს (SGDSN) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც გენერალური მდივნის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ქსავიე დე ვუალმო ხელმძღვანელობდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიოში, მათ შორის, კიბერსივრცესა და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა მინისტრი და გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარიამ ქსავიე დე ვუალმოს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ახლადშექმნილი საბჭოს კონცეფციაზე, მიზნებსა და მთავარ გამოწვევებზე ინფორმაცია მიაწოდა. ფრანგმა კოლეგებმა ქართულ მხარეს საფრანგეთის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების გენერალური სამდივნოს გამოცდილება გაუზიარეს.

შეხვედრის დასასრულ, გიორგი გახარიამ ფრანგულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო მუდმივად გრძნობს საფრანგეთისგან.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები