ეკონომიკა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე: „ლუფთანზა" საქართველოში ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა

22.05.19 16:10


ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტთან, განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და არსებული საქმიანობისგაზრდის პერსპექტივები. დავსახეთ კონკრეტული გეგმები, რომლებიც ძალიან მალე, კარგად აისახება და მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩვენი ტურისტულინაკადებისთვის და იმ სტრატეგიისთვის, რაც საქართველოს მთავრობას აქვს არჩეული და მიზანმიმართულად ავითარებს მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად“ - ამისშესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ ალავიძემ ავიაკომპანია „ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტთან, შტეფან კრუცპეინტნერთან გამართული შეხვედრის დასრულებისშემდეგ განაცხადა.

მინისტრის მოადგილის შეფასებით, ამ უდიდეს კომპანიასთან თანამშრომლობა ჩვენი ბაზრისთვის უმნიშვნელოვანესია. „ლუფთანზა“ 14 წელზე მეტია საქართველოში ოპერირებს, არის ერთ-ერთი ლიდერი, გადამყვანი საავიაციო კომპანია. ჩვენთვის სტრატეგიული და ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. წლების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით გაზრდილ როგორც ტურისტულ, ასევე ბიზნეს ნაკადებს, რომელთა უმეტესობას სწორედ კომპანია „ლუფთანზა“ ემსახურება“ - აღნიშნა ალავიძემ.

„ლუფთანზას“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ძალიან კარგი შეხვედრა შედგა ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ნათლად იყო წარმოდგენილი ბაზრის თავისებურებები და ის სეგმენტები, რომელიც კომპანიისთვის შეიძლება საინტერესო იყოს როგორც ბიზნესის, ისე ტურიზმის განვითარებისთვის.

„საქართველოში ჩემს ვიზიტს სამი მიზანი აქვს: ეს არის სტრატეგიის დასახვა, ასევე გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან შეხვედრების გზით მიღწევების უკეთ გაცნობა და მესამე - პოტენციური სავაჭრო პარტნიორების გაცნობა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა შტეფან კრუცპეინტნერმა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები