პოლიტიკა

თავდაცვის მინისტრი პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება - "ამერიკის ხმა"

23.05.19 14:15


თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან უპრეცედენტოდ მჭიდრო და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა აქვს, განსაკუთრებით, სამხედრო სფეროში.

რამდენიმე კვირის წინ, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტთან, ია მეურმიშვილთან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს,” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. თავდაცვის მინისტრმა, კი ამერიკის ხმასთან საუბრისას, პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ის, პერსპექტივაში, ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება.

აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს და ამ წლის ბოლოს გაფორმდება სამწლიანი ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს სამხედრო სფეროში თანამშრომლობას.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები