პოლიტიკა
07.06.19 10:00
ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია, საქართველო ამას იმსახურებს, რადგან ჩვენ ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კალიფორნიის Commonwealth club-ში საჯარო დისკუსიისას ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავე და სამაგალითო სახელმწიფოა.
“ევროკავშირთან უკვე გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, უვიზო მიმოსვლა; ახლა აქცენტს ვაკეთებთ ევროკავშირთან და მის ინსტიტუტებთან მჭიდრო დარგობრივ ინტეგრაციაზე. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ მისი ძლიერი და ყველაზე დიდი წვლილის შემტანი პარტნიორი ვართ. ილუზიები არ გვაწუხებს. გვესმის, რომ ნატო-ში გაწევრიანება ერთ დღეში ვერ მოხდება. ეს გეოპოლიტიკურ კონტექსტსაც უკავშირდება. თუმცა, ეს ჩვენი მისწრაფებაა. ეს ჩვენთვის - ჩემი ერისთვის - ცივილიზაციური არჩევანია. გვესმის, რომ ეს გზა დაბრკოლებებით აღსავსე იქნება, მაგრამ მზად ვართ მათ გადასალახად. ეს ჩვენი მეგობრების დახმარებით მოხდება. ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების იდეას. ეს არ არის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ინიციატივა ხალხიდან მოდის და ამიტომ ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება ჩემი ერის ცივილიზაციური არჩევანია. საქართველო ამას იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24