პოლიტიკა

ლაშა დარსალია გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

13.06.19 17:20


საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია გერმანიის ბუნდესთაგის ვიცე-პრეზიდენტს, თომას ოპერმანს, შეხვდა.

მინისტრის მოადგილემ გერმანიის ბუნდესთაგის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.

მან ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ადგილზე ქართველების ეთნიკურ დისკრიმინაციასა და რუსიფიკაციის პროცესზე.

ხაზი გაუსვა, რომ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვა, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა და მილიტარიზაცია ახდენს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას და ხელს უშლის მდგრადი მშვიდობის უზრუნველყოფას.

ლაშა დარსალიამ ვრცლად ისაუბრა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობაზე.

მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა გერმანიისა და ევროკავშირის მნიშვნელოვან როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საქმეში. მან ყურადღება გაამახვილა ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეუზღუდავი წვდომის საჭიროებაზე.

მხარეებმა მზაობა გამოხატეს საქართველოსა და გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე სხვადასხვა სფეროებში.

ბუნდესთაგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს გერმანიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები