საზოგადოება

ჩუღურეთის რაიონში მრავალფუნქციური დასასვენებელი სივრცე მოეწყობა

18.06.19 16:40


სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე საბავშვო ზონა, საბაღე სკამები, ურნები, დასასვენებელი ადგილები და საჩრდილობლები განთავსდება.

ასევე, მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი მოპირკეთდება ფილებით და ტერიტორია ყველა საჭირო ინვენტარით აღიჭურვება.

პროექტის თანახმად, დასასვენებელი სივრცე ასევე, უსაფრთხოების მოაჯირებით შემოიფარგლება, რულონური ბალახი დაიგება და მცენარეთა მოვლა-პატრონობის სამუშაოები ჩატარდება.

ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და პროექტის დეტალები გააცნეს.

„9 ძმის ქუჩაზე, აღნიშნული ტერიტორია წლების განმავლობაში მიტოვებული და უკანონოდ შემოფარგლული იყო. მოსახლეობის თხოვნითა და მათთან თანამშრომლობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილზე გამწვანებული დასასვენებელი სივრცე მოვაწყოთ“, – განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.

გასულ წელს მიმდებარე ტერიტორიაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ახალი სკვერი მოეწყო. აღნიშნული პროექტის დასრულების შემდეგ, ორივე სივრცე გაერთიანდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობა მრავალფუნქციური, თანამედროვე რეკრეაციული სივრცით ისარგებლებს.





წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები