პოლიტიკა

ზალკალიანმა შვედ ხალხს ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა მიულოცა

20.06.19 12:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, რომელზეც საზეიმოდ აღინიშნა შვედეთის ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა.

მინისტრმა მიულოცა შვედ ხალხს და შვედეთის მთავრობას აღნიშნული დღესასწაული და ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში.

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა შვედ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, რა დროსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ გაღრმავებას და განვითარებას.

დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედი მონიტორების აქტიური მონაწილეობისთვის.

ზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები