პოლიტიკა

სოფიო ქაცარავა: მართლმადიდებლური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა ჩატარებულოყო!

20.06.19 15:45


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო ქაცარავა პარლამენტში მიმდინარე დღევანდელ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ თავის წილ პასუხისმგებლობას იღებს.

„მართლმადიდებლური კავშირის საპარლამენტო ასამბლეა არ უნდა ჩატარებულოყო! ვიღებ ჩემ წილ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ მეტი უნდა გამეკეთებინა ამისთვის. ასამბლეა არ უნდა გაგრძელდეს“. - წერს ქაცარავა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

დღეს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა. პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრებმა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ სესიის გახსნა გააპროტესტეს, პარლამენტის სპიკერატი შესვენების დროს დაიკავეს და განაცხადეს, რომ გავრილოვისა და რუსი დეპუტატების პარლამენტის სასესიო დარბაზში ყოფნას არ დაუშვებდნენ. შესვენების შემდეგ სხდომა აღარ გაგრძელებულა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები