პოლიტიკა

საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერებმა ენერგოთანამშრომლობაზე იმსჯელეს

16.05.16 20:10


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან ერთად, თბილისში ენერგეტიკული დერეფნის „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ 20 წლისთავი აღნიშნა, რომელიც აზერბაიჯანული ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

ენერგოდერეფანს „აღმოსავლეთ-დასავლეთი“ საფუძველი ბაქო-სუფსის ნავთობსადენით ჩაეყარა, რომლის მშენებლობაზე შეთანხმებაც ქვეყნებმა 1996 წლის 8 მარტს დადეს.

პოლიტიკოსებმა განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები და სავაჭრო-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ტრანსპორტის სფეროებში მზარდი პოტენციალი აღნიშნეს.

მოგვიანებით, რასიზადემ ორი ქვეყნის ურთიერთობები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან განიხილა.

ნავთობსადენი ბაქო-სუფსა ექსპლუატაციაში 1999 წელს შევიდა აზერბაიჯანიდან საქართველოს შავი ზღვის სანაპირომდე ნავთობის ტრანსპორტირების მიზნით, 1999 წელს ექსპლუატაციაში ბაქო-სუფსის ნავთობსადენი შევიდა. წელს ნავთობსადენის სიგრძე 830 კილომეტრია, ხოლო მისი გამტარუნარიანობა — დაახლოებით 7 მილიონი ტონა ნავთობი წელიწადში (140 ათასი ბარელი დღეში).

საქართველოს საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის აზერბაიჯანს მესამე ადგილი უკავია, რომლის წილი საგარეო სავაჭრო მოცულობის 10,1%-ია, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები