საზოგადოება

მერიაში არ ადასტურებენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება

15.07.19 15:40


თბილისის მერიაში არ ადასტურებენ, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის აშენება იგეგმება.

 

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მერიის ურბანულ სამსახურში შესაბამისი პროექტი უკვე შესულია, თუმცა დედაქალაქის მთავრობაში აღნიშნულს უარყოფენ.

 

„ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ, მერიის არც ერთ სამსახურში მსგავსი პროექტი შემოსული არ არის,“ - აცხადებენ თბლისის მერიაში.

 

მათივე ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია კერძო პირის საკუთრებაშია და შესაბამისად დედაქალაქის მერია იქ სამუშაოების განხორციელებას არ გეგმავს.

 

წყარო: ინტერპრესნიუსი/ IPN

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები