ეკონომიკა

რატომ არ მოძრაობენ სამგზავრო მატარებლები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე

30.07.19 11:20


ბაქო-ანკარის მარშრუტით რკინიგზით მგზავრობა გადაიდო მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი მზადაა, მგზავრები ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაიყვანოს, განაცხადა „აზერბაიჯანის რკინიგზის" თავმჯდომარემ ჯავიდ გურბანოვმა, იუწყება „Sрutnik-აზერბაიჯანი".

აზერბაიჯანიდან თურქეთში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაზე მატარებლების მოძრაობის ვადად ბოლოს ამა წლის აგვისტო განისაზღვრა, ამასთან, თურქეთის რკინიგზამ ასევე წარმოადგინა თავისი წინადადებები ბილეთების ფასებთან დაკავშირებით ბაქო-ანკარის მარშრუტზე.

გარდა ამისა, მსოფლიო ბანკმა თანხმობა განაცხადა სარკინიგზო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი" მონაკვეთის დაფინანსებაზე ბაქოდან ასტარამდე, აღნიშნა გურბანოვმა.

„აქ საუბარია 543-კილომეტრიან გზაზე. მსოფლიო ბანკს არ სურს, ამ პროექტის დაფინანსებაში მარტომ მიიღოს მონაწილეობა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების მოზიდვას აპირებს", - განაცხადა გურბანოვმა.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში რკინიგზა გაფართოვდება 343 კილომეტრით და ის ორხაზიანი გახდება.

ბაქო-თბილისი-ყარსის დერეფანი აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე აშენდა. პროექტის რეალიზება 2008 წელს დაიწყო. სატვირთო მოძრაობის გახსნის ცერემონია 2017 წლის 30 ოქტომბერს გაიმართა.

ბახტაძე: ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტში ცვლილებები საქართველოსთან უნდა შეთანხმდეს.

მარშრუტის სიგრძე 829 კილომეტრია. სავარაუდო გამტარუნარიანობა - წელიწადში მილიონი მგზავრი და 6,5 მილიონი ტონა ტვირთი. მომავალში ამ სატრანსპორტო დერეფნის გამტარუნარიანობა შეიძლება გაიზარდოს სამ მილიონ მგზავრამდე და 20 მილიონ ტონა ტვირთამდე წელიწადში.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები