პოლიტიკა

ბურჭულაძის პარტია ხელისუფლებას ცილისწამებაში სდებს ბრალს

01.08.16 20:05


მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ საქართველოს ხელისუფლებას საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ ცილისწამებაში სდებს ბრალს.

მას შემდეგ, რაც ბურჭულაძე პოლიტიკაში გამოჩნდა, ქართულ მედიასაშუალებებში გაჩნდა პუბლიკაციები, რომლებიც 2004 წელს დაარსებული ფონდის საქმიანობის დისკრედიტაციას ახდენს.

განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია გაზეთ Prime time-ში 29 ივლისს გამოქვეყნებულმა სტატიამ, სადაც ნათქვამი იყო, რომ ფონდმა შემოწირულობის ახით შესული თანხები გაფლანგა.

ეს ბინძური კამპანია მიმართულია სიკეთისთვის გაერთიანებული ადამიანების წინააღმდეგ, რათა გზიდან კონკურენტები ჩამოიცილონ, მიიჩნევს ბურჭულაძე.

პარტია „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ორი თვის წინ შეიქმნა და ბოლო გამოკითხვების თანახმად, „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის შემდეგ, უკვე მესამე ადგილს იკავებს.

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ ობლებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნავს.

ფონდის ეგიდით უამრავი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი ჩატარდა როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. გაწეული ქველმოქმედებისთვის გაერომ 2006 წელს პაატა ბურჭულაძეს გაეროს კეთილი ნების ელჩის წოდება მიანიჭა.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ პაატა ბურჭულაძემ ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები