პოლიტიკა

საქართველოს ელჩმა მიანმარის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

19.08.19 12:15


საქართველოს საგანგებო და სრულუფლეიანმა ელჩმა, ნიკოლოზ აფხაზავამ მიანმარის კავშირის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ვინ მინტს რწმუნებათა სიგელები გადასცა .

საზეიმო ცერემონია ქვეყნის დედაქალაქ ნაიფიიდოში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

საზეიმო ცერემონიის შემდეგ მცირეხნიანი აუდიენცია გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოსა და მიანმარს შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ დაკულტურის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივები განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ ელჩის აკრედიტაციის შემდეგ თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიურ ხასიათს მიიღებს. ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტების გაცვლის აუცილებლობა. პრეზიდენტმა ნიკოლოზ აფხაზავას მიანმარში საქართველოს პირველ ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატება მას სამომავლო საქმიანობაში უსურვა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები