პოლიტიკა

„საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არ შეწყვეტილა, სექტემბერში საჯარო განხილვები ჩატარდება“ - მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებს პასუხობს

20.08.19 16:00


საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობა არც შეწყვეტილა - შესაბამისად მოწოდება, რომ "ის უნდა გაგრძელდეს" რელევანტური არ არის - ამის შესახებ ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ განაცხადა. მამუკა მდინარაძე არასამთავრობოების განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სექტემბერში გაიმართება საჯარო განხილვები და საკომიტეტო მოსმენები, რის შემდეგაც ცვლილებები პლენარულ სხდომაზე გავა.

„ჩვენ მივიღეთ დემოკრატიული გადაწყვეტილება შევცვალოთ საარჩევნო სისტემა და არჩევნები პროპორციული წესით, ბარიერის გარეშე ჩავატაროთ; უარი ვთქვით უპირატესობაზე, რომელსაც მაჟორიტარული მანდატები გვაძლევდა; ვცვლით პარტიების დაფინანსების წესს უფრო სამართლიანი და გამჭვირვალე მოდელით და ა. შ.

და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება რეალიზების პროცესშია, მუშაობა გრძელდება -

სექტემბერში ჩატარდება საჯარო განხილვები, შემდგომ გვექნება საკომიტეტო მოსმენები და არაერთი სამუშაო შეხვედრა. ამის შემდეგ კი ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე გავიტანთ“ - განაცხადა მდინარაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ორგანიზაცია 5 და 6 აგვისტოს საარჩევნო საკითხებზე გამართულ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მესამე სექტორში მიიჩნევენ, რომ დაუშვებელი და გაუმართლებელია მოცემული რეგულაციების მიღება. მათ ექნება უარყოფითი ეფექტი წინასაარჩევნო გარემოზე და გამოიწვევს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას და საქართველოში ამ კუთხით დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის გაუარესებას.





წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები