საზოგადოება

სეს : საქართველოში ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს

20.08.19 16:50


საქართველოში ანთრაქსის იგივე ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ "პირველს" სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

"სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინაარმდეგო აცრებს ყოველწლიურად გეგმის მიხედვით ატარებს, შესაბამისად ამ დროისთვის, ჯილეხის გავრცელების საფრთხე არ არსებობს",- აცხადებენ სეს-ში.

სომხეთში 8 ადამიანი ანთრაქსის, იგივე ციმბირის წყლულის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ჰოსპიტალიზირებული პაციენტები აცხადებენ, რომ მათ რამდენიმე დღის წინ ძროხის ხორცთან ჰქონდათ შეხება.

8 შემთხვევიდან 6 სამედიცინო პერსონალის რეიდების შედეგად გამოვლინდა.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები