საზოგადოება
21.08.19 16:00
ჩვენი მოქალაქეებიდან პირადად ვიღებდი ბევრ თხოვნას, რომ „რაინეარი“ გვეხილა საქართველოში და ჩვენ ეს გავაკეთეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ავიაკომპანია „რაინეარის“ კომერციულ დირექტორთან დევიდ ო’ბრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პირველ ეტაპზე ავიაკომპანია ფრენებს დაიწყებს სამი მიმართულებით, აქედან ერთი - თბილისის, ორი კი ქუთაისის აეროპორტიდან განხორციელდება. „რაინეარი“ ავიარეისებს ეტაპობრივად დაამატებს.
„რაინეარის“ სახელით გამოვთქვამ სიხარულს და კმაყოფილებას იმის გამო, რომ ასეთ მნიშვნელოვან დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გავმართეთ შეხვედრა. თავდაპირველად დაგეგმილი გვქონდა საქართველოდან 3 მიმართულებით პირდაპირი ფრენების დაწყება - თბილისიდან - მილანის, ხოლო ქუთაისიდან ბოლონიისა და მარსელის მიმართულებით. თუმცა, პრემიერ-მინისტრმა დაგვარწმუნა გერმანიასთან საქართველოს კავშირების მნიშვნელობაში და ძალიან მახარებს, რომ ამ სამ მიმართულებას სულ მალე კიდევ ერთს თბილისიდან - კიოლნის ავიარეისს დავამატებთ მომავალი ზაფხულიდან“, -განაცხადა დევიდ ო’ბრაიენმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება შესაძლებლობას მისცემს ქვეყანას, უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს ევროკავშირის ქვეყნებიდან, ხოლო ჩვენმა თანამოქალაქეებმა კი ყველაზე იაფად იმოგზაურონ ევროპაში.
„მინდა ყველას მივულოცო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია „რაინეარი“, ეს გიგანტი კომპანია შემოვა საქართველოში.
„რაინეარი“ არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი კომპანია ევროპაში, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი. ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ხედვისა, რომ სწორედ საქართველო უნდა გადავაქციოთ ჩვენი რეგიონისთვის ბიზნესის ცენტრად და „რაინეარის“, ასეთი მასშტაბური ბრენდის შემოსვლა საქართველოში არის მართლაც ღირსშესანიშნავი. მსურს, მადლობა გადავუხადო „რაინეარს“, მის ხელმძღვანელობას, ჩვენს გუნდს, ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ მივაღწიეთ ამ მიზანს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, მასა და „რაინეარი“-ს კომერციულ დირექტორს შორის შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ესწრებოდნენ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 235
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
14:0022.01.21
-
როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლა თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში
13:4022.01.21
-
სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება
13:2022.01.21
-
13:0022.01.21
-
შსს-მ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 769 ფაქტი გამოავლინა
12:4022.01.21
-
12:2022.01.21
-
მარინა კალიურანდი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: სამართლიანობამ პოლიტიკაზე გაიმარჯვა
12:0022.01.21
-
ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი "ქართულ ოცნებასთან" მოსალაპარაკებლად პარლამენტში მივიდნენ
11:4522.01.21
-
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება
11:3022.01.21
-
11:1522.01.21
-
11:0022.01.21
-
რუსეთი ამბობდა, რომ ქართველები ოსებისგან დასაცავად დააკავეს – დავის დეტალები
10:4522.01.21
-
10:3022.01.21
-
ცხინვალში სეპარატისტებმა ტერორის რეჟიმი დაამყარეს “თავიანთი ხალხის წინააღმდეგ"
10:1522.01.21
-
10:0022.01.21
-
სალომე ზურაბიშვილი - ვაქცინაზე საქართველო ევროკავშირის მხრიდან სოლიდარულ გადაწყვეტილებას ელოდება
18:0021.01.21
-
17:4021.01.21
-
მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: მათ ეშინიათ სატელევიზიო ბულინგის
17:2021.01.21
-
დავით ჭიჭინაძე - „ოცნება“ უნდა წავიდეს! ეს კი მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება
17:0021.01.21
-
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს: მოდით, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პარტნიორობა
16:4021.01.21
-
16:2021.01.21
-
16:0021.01.21
-
15:4021.01.21
-
"ისტორიისა და იმედის დღეა" - ზურაბიშვილი ბაიდენსა და ჰარისს ულოცავს
15:2021.01.21
-
მაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
15:0021.01.21
-
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ვიზიტს გეგმავს
14:4021.01.21
-
თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო
14:2021.01.21
-
"ყველა, მინუს ელისაშვილი" - ოპოზიციის ახალი ფორმატი და სამოქმედო გეგმა
14:0021.01.21
-
„დეოკუპაციის საკითხი მუდმივად უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში“ - ზალკალიანი
13:4021.01.21
-
მაია ცქიტიშვილი - ჩვენი მთავარი ამოცანა არსებული გამოწვევების რაც შეიძლება სწრაფად დაძლევა იქნება
13:2021.01.21
-
13:0021.01.21
-
ვიმედოვნებ, ომის დაწყებაზე რუსეთს დაეკისრება პასუხისმგებლობა - ანდრიუს კუბილიუსი
12:4021.01.21
-
12:2021.01.21
-
საქართველოს კიდევ ერთი ვიცე-პრემიერი დავით ზალკალიანი იქნება
12:0021.01.21
-
"2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60%"- პრემიერი
11:4521.01.21
-
11:3021.01.21