საზოგადოება

ევროკავშირის მხარდაჭერით ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019 გაიხსნა

21.08.19 17:20


ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019" გაიხსნა.

განათლების სამინისტროს ცნობით, ბანაკში აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

14 დღის განმავლობაში ბანაკში ახალგაზრდები სხვადასხვა საგანმანათლებლო, შემეცნებით და სპორტულ აქტივობაში ჩაერთვებიან, გაეცნობიან ახალგაზრდული ინიციატივების საუკეთესო მაგალითებს სხვადასხვა სფეროში, ასევე ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი ქვეყანა წარმოაჩინონ და ახალი მეგობრები შეიძინონ. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებული იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით.

პროექტის - "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020" საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 298


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები