პოლიტიკა

პროკურატურა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა შანტაჟის ფაქტები არ დაადასტურეს

01.08.16 21:15


საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა მოსამართლე, გარდა თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილისა, ზეწოლის ფაქტებს უარყოფს, აღნიშნულიასაქართველოს მთავარი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გასულ კვირაში გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა, რომ, მიმდინარე სასამართლო პროცესების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა მუხლებით: „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების გამხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“, დაიკითხნენ მოსამართლეები.

მოსამართლეების მიერ ჩვენებებში დაფიქსირებულ გამოძიებისთვის საინტერესო გარემოებების გადამოწმების მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის მონაცემებით, ამ კვირაში აღნიშნულ საქმეზე დაიკითხება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვის შესახებ გასული კვირის ბოლოს საქართველოს მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

უფრო ადრე პაპუაშვილი შეხვდა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და მათ მოსამართლეების შესაძლო შანტაჟის შესახებ ამცნო.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები