საზოგადოება

გორში ტყეს ცეცხლი უკიდია

22.08.19 17:00


შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრი „112“-ის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელს საყავრეს ტყეში ხანძარია.

შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები.

პირველადი ინფორმაციით ცეცხლი გავრცელებულია ტყის ქვედა საფარზე და ეკალ-ბარდზე.

ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შიდა ქართლის ყველა სამმართველოს სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

ხანძრის ქრობის პროცესში ჩაერთვება შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციიის ვერტმფრენი.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები