საზოგადოება

გაზსადენების მასშტაბური რეაბილიტაცია დედაქალაქში: „თბილისი ენერჯი" სამუშაოებს განაგრძობს

23.08.19 15:50


კომპანია „თბილისი ენერჯი" გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრის სიგრძის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის", – აღნიშნულია განცხადებაში.

ამ სამუშაოებთან ერთად კომპანია მთელი დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას განაგრძობს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები