საზოგადოება

ქართულ ფილმებს მაკედონიის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენებენ

03.09.19 11:00


ოთხი ქართული ფილმი იქნება წარმოდგენილი საერთაშორისო კინოფესტივალზე Manaki Brothers („ძმები მანაკები“), რომელიც მაკედონიის ქალაქ ბიტოლაში 14-21 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინოცენტრის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

მშვენიერი რაჭა და კინო: რაჭველები საუკეთესო დოკუმენტურ ფილმებს იხილავენ.

წელს საქართველო კინოფესტივალის „ფოკუსის ქვეყანა“ გახდა. სტუმრებს უჩვენებენ რუსუდან გლურჯიძის „სხვისი სახლი“, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმ „პატარძლებს“, მარიამ ხაჭვანის „დედეს“, ლევან კოღუაშვილის „შემთხვევით პაემნებს“.

2014 წელს კინოფესტივალის მთავარი პრიზი „კამერა 300“ მიიღო ქართველმა ოპერატორმა მინდია ესაძემ თავისი ნამუშევრისთვის მარიამ ხაჭვანის მოკლემეტრაჟიან ფილმში „დინოლა“.

Manaki Brothers (ძმები მანაკები“) - ერთ-ერთი უძველესი ევროპული კინოფესტივალი, რომელიც 1979 წელს მაკედონიის პროფესიული კინოასოციაციის მიერ არის შექმნილი და ატარებს ძმების - იანაკი და მილტონ მანაკების სახელს, რომლებიც პირველი მაკედონიური კინოსტუდიის დამფუძნებლები იყვნენ.

კინოფესტივალის პროგრამაში ყოველწლიურად შედის მსოფლიო კინოინდუსტრიის სიახლეები. ძირითადი საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალის ფარგლებში იმართება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენებები, მასტერ-კლასები და სემინარები.
„დედე“ (მარიამ ხაჭვანი)

„დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია უამრავი საერთაშორისო ჯილდოსა და პრემიის ლაურეატი გახდა. კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. მათ შორის პრესტიჟული საერთაშორისო კინოპრემია Asia Pacific Screen Awards (APSA).

„სხვისი სახლი“ (რუსუდან გლურჯიძე)
„სხვისი სახლი" — რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ფილმია. დრამა „სხვისი სახლი" საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი საქართველოში 1990 წელს მომხდარ სამოქალაქო ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება. მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა, სადაც ფილმს პროგრამის გრან-პრი გადაეცა. ფილმს ასევე გადაეცა ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემია და კინოპრემია „ნიკა“.

„შემთხვევითი პაემნები“ (ლევან კოღუაშვილი)
რომანტიკული დრამის მთავარი გმირი - 40 წლის ისტორიის მასწავლებელი სანდროა, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს.

სანდროს დედა შვილიშვილებზე ოცნებობს, მაგრამ მამაკაცს არ უმართლებს ქალებში, რომელსაც ის და მისი მეგობარი ივა გაცნობის საიტებზე პოულობენ. მორიგი წარუმატებელი პაემნის შემდეგ სანდრო გაიცნობს მანანას, რომელსაც თურმე ჰყავს ქმარი, რომელიც საპატიმროდან ვადაზე ადრე თავისუფლდება. როლებში: ია სუხიტაშვილი, ანდრო საყვარელიძე, კახი კავსაძე და სხვ.

თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „პატარძლები“ მოგვითხრობს 30 წლის მკერავი ნუცას ისტორიას, რომელსაც ჰყავს ორი შვილი და სამოქალაქო ქმარი გოგა, რომელიც ციხეში ზის. ბიჭს ჰგონია, რომ მამა ერაყში მსახურობს, გოგონას კი ის უკვე ნელ-ნელა ავიწყდება.

იმის გამო, რომ ახალი კანონით ციხეში პაემნები მხოლოდ კანონიერი მეუღლეებისთვის არის ნებადართული, ნუცა ქორწინებას გადაწყვეტს. მის წინაშე არსებულ პერსპექტივებზე ახალგაზრდა ქალი უარს ამბობს. გოგას კი ესმის, რამხელა ტვირთად იქცა ნუცასთვის და მას არჩევნის საშუალებას უტოვებს. ფილმი საქართველოს და საფრანგეთის კოპროდუქციაა და 2014 წელს ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული გახდა.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები