პოლიტიკა

ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა

10.09.19 12:00


საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა.

49 წლის ხადურის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ახლობლები გულთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებს ასახელებენ.

ნოდარ ხადური ბოლოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო.

2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ნოდარ ხადური გახლდათ 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია აშშ-ში, უნგრეთში, ბულგარეთში, შვედეთში, რუსეთის ფედერაციაში, აზერბაიჯანში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები