პოლიტიკა
10.09.19 14:40
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ინიციატივით, საერთაშორისო კონფერენციის სესიაზე სიტყვით გამოვიდა.
„მაკკეინი საქართველოს ნამდვილი მეგობარი და მისი ინტერესების დამცველი იყო და საქართველოს მიმართ მეგობრობას ის დამოუკიდებლობის მოპოვების პირველივე დღეებიდან ავლენდა. საელჩოში მუშაობის პერიოდში მე მას რამდენჯერმე შევხვდი. მას მართლაც საინტერესო ხედვები ჰქონდა საქართველოს ნატოსა და ევროატლანტიკური პერსპექტივების შესახებ“ - ასე მიმართა ზალკალიანმა სენატორ მაკკეინის მეუღლეს სინდი მაკკეინს.
მინისტრის თქმით, სწორედ სენატორ მაკკეინის მიერ გაწეული ძალისხმევისა წყალობითა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, საქართველო წინ მიიწევს და ვითარდება.
„თუ 10 წლის წინანდელ საქართველოს დღევანდელ სიტუაციასთან შევადარებთ, პროგრესი მართლაც შთამბეჭდავია“ - აღნიშნა ზალკალიანმა.
როგორც მან განაცხადა, საქართველო ყველაზე წარმატებული ასპირანტი ქვეყანაა და თავისი საბოლოო მიზნის - წევრობის მისაღწევად მას ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს, კერძოდ, ევროპული სამეზობლო პოლიტიკა, ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნულ პროგრამა.
ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ინტენსიურ ხასიათს ატარებს და კონკრეტულ შედეგებში ვლინდება.
ამ კუთხით, მინისტრის თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ალიანსის რეკომენდაციების შესაბამისად გატარებული რეფორმები.
საქართველო, როგორც ნატოს ასპირანტი ქვეყანა და საიმედო სტრატეგიული პარტნიორი, საერთაშორისო სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი წვლილის შეტანას განაგრძობს.
„საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ქვეყანაა მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ნატოს დროშის ქვეშ ამაყად დგანან მოკავშირეთა ჯარისკაცების გვერდით და წარმატებით ასრულებენ დაკისრებულ ამოცანებს“ - განაცხადა ზალკალიანმა.
დავით ზალკალიანის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით, ასახულია მთელ რიგ საპარლამენტო რეზოლუციებში და ახალი მთავრობის პროგრამაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.
„საქართველოს მთავარობა მზადაა გადადგას კონკრეტული და ქმედითი ნაბიჯები ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე,“ - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24