პოლიტიკა

ირაკლი სესიაშვილი: გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და NATO-ს წევრი ქვეყნები

12.09.19 17:40


„ჩვენ და NATO ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ეს ენა არის, როგორ გახდეს საქართველო სწორი გზით NATO-ს წევრი“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„რამდენადაც ჩვენი მოსახლობის არჩევანია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მოსახლეობას მინდა, მკაფიოდ განვუმარტო, ჩვენ და NATO ვსაუბრობთ ერთ ენაზე. ჩვენი საერთო ენა ემყარება მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობის, კეთილდღეობის პოლიტიკას. როცა ვსაუბრობთ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე, აქაც ჩვენ გვაქვს ერთი ენა. როდესაც გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტის ფორმატები, აქაც გვაქვს ერთი ენა და ეს ენა არის, როგორ გახდეს საქართველო სწორი გზით NATO-ს წევრი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვუსმენთ ექსპერტებს, ყოფილ თუ მოქმედ პოლიტიკოსებს, მაგრამ გადაწყვეტილებას ვიღებთ ჩვენ და NATO-ს წევრი ქვეყნები და ჩვენ ვართ ერთიანები“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

მისივე თქმით, ექსპერტების მოსაზრებები საინტერესოა, მაგრამ მიზანი ერთია – საქართველო გახდეს NATO-ს წევრი, ამ გზაზე კი გადაწყვეტილებები მიიღება შეთანხმებულად და ერთობლივად.

„ზედმეტი ღელვა და ცალკეული ექსპერტების განცხადებების სიღრმისეული გაანალიზება ან ამის მიღება, როგორც ერთადერთი გამოსავალი გზა – ამას არ ვურჩევდი საზოგადოებას. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა გზა, ყველა საშუალება, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ NATO-ს წევრი. ამის ინტერესი აქვს NATO-საც, ამის ინტერესი გვაქვს ჩვენც. დანარჩენი უკვე პროცესზეა დამოკიდებული. ჩვენთვის ექსპერტების, მოქმედი თუ ყოფილი ლიდერების მოსაზრებები მნიშვნელოვანი და საინტერესოა, თუმცა, როცა ვსაუბრობთ გადაწყვეტილებაზე, ამას იღებს საქართველო წევრ ქვეყნებთან ერთად. ეს არის მუდმივი პროცესი, ეს არის დღესდღეობით ყველაზე ინტენსიური პროცესი და ყველა არსებულ ვარიანტს განვიხილავთ, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდეს. საქართველო გახდება NATO-ს წევრი ტერიტორიული მთლიანობით და ყველა იმ სიკეთით, რაც აქვს საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




წყარო : /www.reportiori.ge/

წაკითხულია : 91


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები