პოლიტიკა

დღეს პრემიერი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს

03.08.16 15:45


პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას განაგრძობს.

დღეს, 20:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი საზოგადოებას ქვემო ქართლის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარუდგენს. კანდიდატების დასახელება რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე გაიმართება.

პარტიამ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უკვე დაასახელა იმერეთში, სამეგრელოში, გურიაში, მცხეთა -მთიანეთსა და შიდა ქართლში.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 478


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები