პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

17.09.19 18:00


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

როგორც შეხვედრის კომენტირებისას ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან საინტერესო და საქმიანი დისკუსია გაიმართა იმ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველო ახორციელებს.

„ძირითადი სასაუბრო თემა იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, თუ როგორც ვგეგმავთ ჩვენ ამ პროცესს, როგორ მიმდინარეობს და რა ეტაპზეა ახლა. ასევე, ვისაუბრეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონთან და სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე“, - აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ნინო გოგუაძე და გურამ მაჭარაშვილი.





წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 82


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები