ბონდო არველაძე ქართული ეკლესიები საქართველოსა და სომხეთში ნაწილი II თავი II

04.08.16 18:05


საქართველოს ისტორიისადმი ამ ტენდენციურად მე ვიტყოდი აგრესიულად განწყობილმა მეცნიერმა ალ-ერიციანმა გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც აღნიშნავდა, 1837 წ 198 სომხური ეკლესია იყო საქართველოში . ამ რიცხვის (198)სისწორეში ეჭვი მაშინვე გამოითქვა.

ეს ეჭვი საფუძვლიანი უნდა იყოს , გამომდინარე ალ-ერიციანის ნეგატიური დამოკიდებულებისა ქართული საკულტო ძეგლებისადმი. მას საქართველოს ყოველ კუთხე კუნჭულში სომხური კულტურის მატერიალური ძეგლები ელანდებოდა. ასე, რომ არ ითაკილებდა საქართველოში სომხური ეკლესიების რიცხვი ხელოვნურად გაზარდეს.

ალ.ერიციანის ,,ღირსეული ‘’ მემკვიდრე გამოუჩნდა XX ს- ში. ისტორიკოსმა სამველ კარაპეტიანმა 1995 წელს ერევანში გამოსცა რუკა ცნობარი ,,სომხური ეკლესიები საქართველოში’’ სომხურ ენაზე. სასწრაფოდ თარგმნეს ინგლისურ და რუსულ ენებზე და მსოფლიოს მოფინეს. ამის, შესახებ გამოვაქვეყნეთ წიგნი ,,სომხური’’ თუ ქართული ეკლესიები საქართველოში?!?’’ ( 1996 წ) . ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენაზე. საარქივო საბუთებზე დაყრდნობით, არგუმენტირებულად დავამტკიცეთ, რომ 653 ,, სომხური’’ ეკლესიიდან 80 % თუ მეტი არაქართული ეკლესიებია გატანილი სომხურად.

დავიწყოთ ამ რუკა-ცნობარის ანოტაცით: „ამჟამად საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორია აჭარის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით მოიცავს 69,7 ათას კვ.კმ. საქართველო დაყოფილია 65 რაიონად. (აქედან აჭარაში -5, აფხაზეთში 5, სამხრეთ ოსეთი -4) , საერთოდ ... განთავსებულია 40 რაიონში. საქართველოში ცოტაა რაიონი, სადაც სომხური ეკლესია არ არის.

განსაკუთრებით მრავალი და ფართოდაა წარმოდგენილი სომხური ეკლესიები ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე- გუგარქის რეგიონის ჩრდილო მხარეში. ესენია: წობოფორ, ბოღნოფორ, თრეღ და ჯავახქ. ამჟამად მათ შესიტყვებაა- მარნეული, ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყარო, წალკა, ნინოწმინდა, ახალქალაქი და ასპინძის რაიონები. სომხური ეკლესიების რიცხვი არ არის მცირე საქართველოს ისტორიულ ქართლისა და კახეთის რაიონებში. აქ სომხები ძველი დროიდან მკვიდრობენ, ამიტომ, ამ რაიონებში სომხური ეკლესიები ადრეულ საუკუნეებშია აშენებული (XIII-XIV). უფრო გვიანდელია დასავლეთ საქართველოს, იმერეთის , სამეგრელო -კოლხეთის სომხური ეკლესიები. აფხაზეთისა და აჭარის სომხური ეკლესიები აშენებულია XIX ს- ის დასასრულისა და XX ს-ის დასაწყისში.

წერილობითი წყაროების მეცნიერული კვლევა ძიების შედეგად გამოირკვა - საქართველოში არის 653 სომხური ეკლესია (არ არის გამორიცხული, ზოგიერთი გამოგვრჩა) სომხური ეკლესიები განლაგებული არიან აღნიშნულ რაიონებში. ისინი დღევანდელი მდგომარეობით არიან წარმოდგენილნი“.

რუკა-ცნობარის ავ-კარგის გარჩევას ვიდრე შევუდგებოდე ერთი უნდა შევნიშნო. სიის ნომერაციის მიხედვით სომხური ეკლესია საქართველოში 638 ყოფილა, ანოტაციაში კი აღნიშნულია 653. არ ვიცი ეს შეუსაბამობა უნებლიე ლაფსუსია თუ ავტორის სურვილი?...

ქვემო ქართლი ანუ გოგარენი-გუგარეთი სომხურად მას გუგარქად მოიხსენიებენ არის ძირძველი ქართული მიწა, ისე როგორც ჯავახეთი. ამას მოწმობს არამარტო ქართული წყაროები. მაგ: სტრაბონის ცნობით ,,სომხეთი თავდაპირველად პატარა იყო. იგი გააფრთოვეს არტაქსიამ და ზარიადრემ, რომლებიც თავდაპირველად ანტიოქე დიდის სარდლები იყვნენ, მისი დამარცხების შემდეგ მეფეები გახდნენ...მათ განავრცეს (არმენია), ჩამოაჭრეს რა მიწები მეზობელ ხალხებს, კერძოდ კი მიდიელებს-კასპიანა, ფავნიტდი და ბასოროპედა, იბერებს, პარიადრეს კალთები, ხორეზნა და ტომარენე, რომელნიც კირის იქით მდებარეობდა.. „(XII- II 5).
სტრაბონის ეს ცნობა აქვს გაანალიზებული ქართველ მეცნიერებს - დ. ბაქარძეს.

ივ. ჯავახიშვილს, ს. კაკაბაძეს, ს. ჯანაშიას და სხვ. მათი აზრით ეს უძველესი ქართული მიწა სომხებმა დაიპყრეს 189 წ.ძვ.წ. აღ-ის შემდგომ.

მ.ბროსეს აზრით გუგარქი თავდაპირველად ქართული მხარე იყო.

პროფ. ლ.ჯანაშიას აზრით ,,უძველეს პერიოდში ქართლისაგან სომხეთის მიერ მიტაცებული გოგარენი წარმოადგენდა ქართლის ყველაზე უფრო სამხრეთ თემს, რომელიც უფრო სამხრეთით მდებარეობდა, ვიდრე ჩვეულებრივ მიაჩნიათ. შესაძლოა გოგარენე თანამედროვე საქართველოს საზღვრებსაც არ სცილდებოდა . მეტი შეიძლება ითქვას თუ პლინიუსის თაზი მართლა ტაშირს აღნიშნავს, მაშინ მივიღებთ, რომ გოგარენე ტაშირის სამხრეთით მდებარე მხარეა“.

ასეა თუ ისე ქვემო ქართლი (გუგარეთი) უძველეს დროიდან ქართული მიწა იყო. გაძლიერებული სომხეთი თუ დაიპყრობდა დრო და დრო ეს არ ნიშნავს მის სომხურობას, როგორც სურს ს. კარაპეტიანს და არამარტო მას.

გოგარენეს ეტიმოლოგიის შესახებ კი შეიძლება შემდეგი ითქვას. ნ. ადონცს შესაძლოდ მიაჩნდა იგი უდრიდეს ასურულ Kakkari-ი ქვეყანას.

აკად.აკ. შანიძე თვლიდა ქართული ,,გოგარანი’’ ნაწარმოებია მეგრულ-ჭანური -არ -წარმომავლობის სუფიქსად. გოგ-არ- ნიშნავს „გოგელს“, ხოლო „გოგარანი“-„გოგრეთს“, „გუგარქი“ გოგარანიდან რომ მოდის ეს ჩანს იქიდან, რომ რუსეთის გენერალური შტაბის ხუთვერსიან რუკაზე (1828), ფამბაკის ხეობაში აღნიშნულია სოფელი გოგარენი. აქვე მოვიტანთ ამავე პლინიუსის შემდეგ ცნობას , რომლის თანახმად თასის და თრიარის ოლქები იბერიის შემადგენლობაში არიან.

( Regio Thasie et Thriare 4 , 29) ჩვეულებრივ თასი ტაშირად მიაჩნიათ, ხოლო თრიარი-თრიალეთად.

მეცნიერულად ასევე საფუძვლიანად გამოიყურება აკად. გ. მელიქიშვილის მოსაზრება . ისიც ამ ტოპონიმის ეთნიკურ ნიადაგზე ხსნის, მისი აზრით, მასში შეიძლება დავინახოთ სკვითების სახელწოდება ,,გოგ’’. VIII -ის მეორე ნახევარში სამხრეთ რუსეთის ველებიდან კიმერიელების და სკვითების შემოჭრა მოხდა სამხრეთ კავკასიაში, ისინი აქ სხვადასხვა რაიონებში დასახლდნენ და ზოგიერთ მხარეს შემორჩა მათი სახელი.

მაგ. თრიალეთი უკავშირდება კიმერიელთა ტომის თრერის სახელწოდებას, გოგარენე-გოგებისას საკშენი-საკებისას, რაც აღნიშნული აქვს სტრაბონს.

გარკვეულ პერიოდში გოგარენე სომხეთის შემადგენლობაში ყოფილა მოქცეული ( პოლემაოსი, სტეფანე ბიზანტიელი), მაგრამ „ იბერიის გაძლიერებისას ახ. წ I ს- ში, მან მოახერხა დაებრუნებინა გოგარენე.“

ძველ სომხურ საისტორიო მწერლობაში გოგარენეს პირველად მოიხსენიებს აგათანგელისი, შემდეგ ფაუსტო ბუზანდეცი, ეღიშე, ღაზარ ფარპეცი, ისინი ამ პროვინციას სომხეთის შემადგენლობაში მოიაზრებდნენ. როგორც ლ. ჯანაშია დაასკვნის - „ გუგარქი ქართლს შეურთდა IV ს. 60-იან ან 80- იან წლებში, ხოლო ტაშირი ითვლება გუგარქის ერთ-ერთ ოლქად. მაშასადამე, ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ ტაშირი გუგარქთან ერთად შევიდა ქართლში, ხოლო შემდეგ ისევ დაუბრუნდა სომხეთს, თუ ეღიშეს და ღაზარ ფარპეცის ცნობები სწორია, მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ თუ კორიუნის მოხსენიებული ტაშირის მთავარი არშუშა ქართლის პიტიახშია, მაშინ არშუშა პიტიახშის სამთავროში V ს - ის 20-იან წლებში შედიოდა ტაშირში - შემდეგ 30-იან თუ 40 -იან წლებში არშუშას დაუკარგავს, უფრო სწორედ სომხებს მისთვის წაურთმევიათ, ეს თავისი ვრცელი სამფლობელო- ტაშირი. ბუნებრივია, რომ არშუშა მეტად განაწყენებული ყოფილიყო ამით და ცდილობდა დაებრუნებინა თავისი მიწა-წყალი.

ამ მიმოხილვიდან ნათლად იკვეთება რომ გუგარეთის ნაწილი იყო ტაშირი.

მიუხედავად იმისა გუგარეთი შესაბამისად ტაშირი უძველესი ხანიდან ქართული მიწა იყო. გაძლიერებული სომხეთი ხანგამოშვებით იპყრობდა, მაგრამ მის ქართველობას ვერ შლიდა. ეს გააკეთა საბჭოთა ხელისუფლებამ, როცა საქართველოს და სომხეთს შორის სასაზღვრო გამიჯვნის საკითხი დადგა 1921 წელს სტალინის ინიციატივით ლორე-ტაშირი გადაეცა საბჭოთა სომხეთს.
მოვიდეთ პირველ სიტყვას და მივუბრუნდეთ ს. კარაპეტიანის რუკა-ცნობარს, რომელშიც წერს თითქოს პირველადი სომხური ტოპონიმები ბოღნოფორ, მანგლისფორ და ა.შ. მეორედია ქართლი, ბოლნისი, მანგლისი და სხვა. ეს მხარე, როგორც ვნახეთ, ერთხანს სომხეთს ჰქონდა დაპყრობილი და ამ პერიოდში ზოგიერთი ქართული ტოპონიმის თუ შესაბამისი სომხურით შეიცვალა, ამაში განსაკუთრებული არაფერია, ასეთი ტოპონიმური ტრანსფორმირება სხვა დაპყრობილი ქვეყნების ისტორიულ , გეოგრაფიაშიც გვხვდება..

დაიბრუნებდა თუ არა ქართლი თავის კუთვნილ გუგარეთს, ლორე ტაშირს ბუნებრივად ხდებოდა ქართული ტოპონიმების რესტავრაცია. თუმცა თითო ოროლა სომხური მაინც რჩებოდა. ,,ფრიად ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ გუგარქის და ტაშირის შემადგენელი კანტონების სახელწოდებანი სომხურად, „ფორ“ ტერმინით არის გაფორმებული, რომელიც ქართული ,,ხევის“ შესატყვისად იხმარება. საკუთრივ სომხური პროვინციების კანტონები კი, როგორც წესი „ძორ“ ტერმინით არის გაფორმებული(თ. ს. ჰაკობიანი ,,სომხეთის ისტორიული გეოგრაფია“, ერევანი 1968, გვ.60, სქოლიო I, სომხურ ენაზე). ეს მოწმობს, რომ ამ ისტორიული გეოგრაფიის ერთეულთა ქართული ნომენკლატურა პირველადია, ხოლო სომხური მის თარგმანს წარმოადგენს. ეს ბუნებრივია, რადგან როგორც ვიცით, გუგარეთი, ,,გუგარქი და ტაო ,,ტაიქ“....ქართული პროვინციებია“.

ვფიქრობთ, ზუსტი და მეცნიერული არგუმენტირებული დასკვნა არის, რომელმაც ს. კარაპეტიანის მიერ გუგარეთის, ტაშირის სომხურ ტოპონიმთა პირველადობის მცდელობის წარმოჩენას საფუძველი გამოაცალა და ცარიელ განცხადებად დატოვა.

ახლა მივხედოთ ს. კარაპეტიანის ე. წ რუკა- ცნობარს, რომელშიც აშკარად ჩანს ავტორის დაუოკებელი სურვილი, რაც შეიძლება გაზარდოს სომხურ ეკლესიათა რიცხვი საქართველოში. თუმცა ვიდრე რუკა- ცნობარის შესახებ ვიტყვი , სჯობია ზოგადად მოვხაზოთ ს. კარაპეტიანის მეცნიერული მოღვაწეობა. დავიწყოთ კრებულით ,, საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და სომხური კულტურის ძეგლები (1988-1991)“. ერევანი, 1998 სომხურ ენაზე. ამ ნაშრომში „არც მეტი და არც ნაკლები ქართველი ერი აზერბაიჯანელ ხალხთან ერთად ,,ცივილიზაციის დამანგრეველი“ ერად მოიხსენია, ე.ი ქართველებს და აზერბაიჯანელებს ბარბაროსები უწოდა, თავს უფლება მისცა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II უშვერი სიტყვებით გაელანძღა. ამ კრებულის შესახებ გამოვაქვეყნე კრიტიკული სტატია, რომელშიც ვამხილე კარაპეტიანის ანტიქართული გამოხტომები და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით გამოვააშკარავე მისი ფსევდომეცნიერული შინაარსი.

ვფიქრობ უპრიანი იქნება აგრეთვე, გაკვრით მაინც ვთქვათ პ.მურადიანის ზოგიერთი შრომის შესახებ: ჯერ იყო ნათესაობითი ბრუნვის ნიშნის -ის-ზე დაბოლოებული ყველა ქართული ტოპონიმი და გეოგრაფიული სახელი გაასომხურა. ეს ,,აღმოჩენა’’ რომ არ დაუჯერეს, მერე მცხეთის ჯვრის ტაძარს შეუტია და ერთი ბუქი დააყენა -სომეხი ხუროთმოძღვრის თოდსაკის აშენებულიაო. ქართველმა მეცნიერებმა თავის დროზე საკადრისი პასუხი გასცეს. ( ვ.ბერიძე, მ.ლორთქიფანიძე, ი.აბულაძე, ზ. ალექსიძე, და სხვა), მაგრამ რა, ,,შეაყარე ცერცვი კედელს ‘’’ , ყურიც არ შეიბერტყა და თავისი გააგრძელა. აი, საბუთიც : ცნობილი ქართველი მეცნიერი კალისტრატე სალია პარიზიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში წერდა: „ პარუირ მურადიანმა“ ფრანგულად გამოაქვეყნა ,,რევიუ დეზ ეტიუდ არმენიენში’’ სტატია მცხეთის ჯვრის შესახებ : სომხური წარწერის ორიგინალი კი არ დაბეჭდა , არამედ მისი მეგობრის მიერ გადაღებული სომხური წარწერა კარგად გამოყვანილი ასოებით გამოაქვეყნა. პიედესტალი გაანახევრა იმისათვის, რომ ეთქვა, ადგილი არ იყოვო, ამიტომ გამოვაქვეყნე სამივე სომხური წარწერა. შემდეგ ისე იყო, რომ დაინტერესებულმა მეცნიერებმა თქვეს: მეცნიერებში გაუგონარი ფალსიფიკაცია გაუკეთებიათ პ.მურადიანსო.

აქვე აღვნიშნავ : ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი ადრინდელი და უნიკალური ძეგლის მცხეთის ჯვრის ტაძრის სამ-ოთხ სტრიქონიანი სომხური წარწერა VII ს- ის შემდეგ ხანას, ეკუთვნის და ისიც შემთხვევითი ნაკაწრია . მას რაიმე მეცნიერული ღირებულება ნაკლებად გააჩნია, ქართულ თერთმეტსტრიქონიან წარწერასთან შედარებით. მათ მხოლოდ ერთი სიტყვა ,,სულთა’’ აქვს საერთო და მეტი არაფერი, ამიტომ, ცდილობს პ. მურადიანი მცხეთის ჯვრის ხელოვნურ გადათარიღებას. ქართულ წარწერაში იხსენიება სტეფანის პატრიკისი, დემეტრე ვიპატოსი და ადარნესე ვიპატოსი. სომხურში კი მსგავსი არაფერია. პ.მურადიანის მცდელობის მიუხედავად მცხეთის ჯვრის ნაკაწრი სომხური წარწერა ქართულის ტოლფასი არ არის და ვერ ჩაითვლება ქტიტორულ წარწერად.

აი, ამიტომ ჩაფხიკ-ჩამოფხიკა , დახატა და გაალამაზა მცხეთის ჯვრის ტაძრის სომხური ნაკაწრი წარწერა და გამოაქვეყნა პარიზში. მადლოობა ღმერთს ბ-ნ კ.სალის წყალობით პ.მურადიანის ყალბის მქნელობას მაშინვე აეხადა ფარდა და უცხო ქვეყნის მეცნიერებმაც შეიტყვეს მისი ,,საქმენი საგმირონი’’.

პ.მურადიანის მთავარ ,,კოზირს’’ თოდოსაკის ეროვნებით სომხობის შესახებ საფუძველი გამოეცალა და ხუხულასავით ჩამოიშალა. ბერძნული ენის და ისტორიის შესანიშნავმა სპეციალისტმა თ. მესხმა დაამტკიცა , რომ თოდოსაკი ყოფილა ბერძენი და არა სომეხი!...

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები