ეკონომიკა

ნათია თურნავა: ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში

07.10.19 14:00


გერმანია ყოველთვის იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერი როგორც პოლიტიკურ საკითხებში საერთაშორისოა არენაზე, ასევე ეკონომიკაში.

ჩვენ ძალიან გვახარებს, რომ დღეს წინა პლანზე გამოდის თანამშრომლობა კერძო ინვესტიციების სფეროში. საქართველოში გერმანულ-ქართული კაპიტალით შექმნილი 250-ზე მეტი ერთობლივი კომპანია საქმიანობს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილესთან, თომას ბარაისთან შეხვედრის შემდეგ.

თურნავას განცხადებით, საქართველო მნიშვნელოვან დახმარებას იღებს გერმანიის განვითარების სამთავრობო ინსტიტუტებისგან, როგორიცაა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (KfW), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) და სხვა პროგრამები, რომლებმაც საქართველოს ენერგეტიკის, მეწარმოების და ეკონომიკის სხვა სექტორების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

“ჩვენი შემდეგი გამოწვევა, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ, ტურიზმია. ორ ქვეყანას შორის ტურისტული ნაკადები მზარდია, მაგრამ ამ მიმართულებით გაცილებით მეტი შეგვიძლია. აღნიშნულს ხელს უწყობს პირდაპირი რეისების რაოდენობის ზრდა თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებიდან გერმანიის ქალაქების მიმართულებით. თანამშრომლობის ინტერესი ძალიან დიდია”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი საქართველოში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომლის დროსაც დაგეგმილი მრგვალი მაგიდის ჩატარება საქართველოსა და გერმანიის ბიზნეს წრეების მონაწილეობით.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები