პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით თითქმის 1 მლნ აშშ დოლარი მიიღო

04.08.16 19:25


მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ შემოწირულობების მოცულობით ლიდერია — ერთ თვეში მან 2,1 მლნ ლარზე მეტი მიიღო.

სულ პარტიებმა ივლისის თვეში დაახლოებით 3,5 მლნ ლარი მიიღეს, აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.

შემოწირულობების მოცულობით მეორე ადგილზეა მეცენატისა და საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისთვის“. მან 621 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.

შემდეგ მოდის იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ვაშაძის „სამოქალაქო პლატფორმა — ახალი საქართველო“, რომლისთვის შემოწირულობის სახით ჩარიცხული თანხა 208 ათას ლარს შეადგენს.

ირაკლი ალასიანიას პარტია „თავისუფალ დემოკრატებს“ თითქმის 196 ათასი ლარი გადაურიცხეს. ცოტა ნაკლები მიიღო ირმა ინაშვილის „პატრიოტთა ალიანსმა“ — თითქმის 185 ათასი ლარი.

პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის“ შემოწირულობის თანხამ ივლისის თვეში 104 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო „ნაცმოძრაობის“ — თითქმის 9,6 ათასი ლარი.

შემდეგ მოდის „ლეიბორისტული პარტია“ – 2 ათასი ლარი, „მემარცხენეთა ალიანსი“ – 500 ლარი, „რესპუბლიკური პარტია“ – 429 ლარი.

ივლისის თვეში ყველაზე მცირე შემოწირულობა მიიღეს კახა კუკავას „თავისუფალმა საქართველომ“ – 40 ლარი და ბაჩუკი ქარდავას „ნაციონალურ-დემოკრატიულმა პარტიამ — 51 ლარი.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 892


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები