საზოგადოება
10.10.19 11:00
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა, სესილ კუპრიემ თბილისში ორგანიზაცია „Mobilise Your City“-ის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის საფუძველზე, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, დონორი ორგანიზაციის - „Mobilise Your City“ ფინანსური მხარდაჭერით პროგრამას დაიწყებს, რომელიც თბილისის მერიას მთავარი სატრანსპორტო დოკუმენტის - „მდგრადი ურბანული მობილობის გეგმის“ შექმნასა და იმპლემენტაციაში დაეხმარება.
ღონისძიებას საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი ესწრებოდა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა, საამისოდ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში 2 წლის განმავლობაში მივლინებული იქნებიან საერთაშორისო დონის ექსპერტები.
„საფრანგეთის მთავრობასა და თბილისის მერიას შორის გაფორმდა ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სატრანსპორტო სფეროში დახმარების გაგრძელებას. გვეყოლებიან ფრანგი ექსპერტები, რომლებიც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს დაეხმარებიან სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელებაში, როგორც დაგეგმვის, ისე ურბანული მობილობის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბების მიმართულებით“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
„საფრანგეთის განვითარების სააგენტო ამაყია, რომ თანამშრომლობს თბილისის მერიასთან ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის ურბანული მობილობის განვითარება, მისი სხვადასხვა ასპექტის წინ წამოწევა და გაუმჯობესება“, - განაცხადა სესილ კუპრიემ.
საფრანგეთის ელჩმა საქართველოში, დიეგო კოლასმა ხაზი გაუსვა თბილისის მერიის ხელმძღვანელობის დაინტერესებას ურბანული ტრანსპორტის განვითარებით.
„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ვართ თბილისის მთავრობის გვერდით.
მუნიციპალიტეტის მმართველი რგოლი, თბილისის მერის ხელმძღვანელობით, დაინტერესებულია იმით, რომ ურბანული ტრანსპორტი განვითარდეს, რათა სახეზე იყოს ეკონომიკური თუ ეკოლოგიური შედეგები და სხვა უპირატესობები, რაც ამ მიმართულებით განვითარებას მოაქვს. ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესში დახმარება გავუწიოთ მათ“, - აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
თბილისის მერია „Mobilise Your City“-ის წევრი 2019 წლის აპრილში გახდა. ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან მემორანდუმის გაფორმება ივლისში, თბილისის მერის, კახა კალაძისა და მერის მოადგილე მაია ბითაძის პარიზში ვიზიტისას გადაწყდა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24