პოლიტიკა
15.10.19 15:20
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, იურისტი ანა დოლიძე პოლიტიკურ მოძრაობას ჩამოაყალიბებს, ბუნებრივი ბარიერის გადალახვას შეძლებს.
“დოლიძეზე როცაა საუბარი, საერთოდ არ მგონია, რომ მან შეიძლება გადალახოს ბუნებრივი ბარიერი [დაახლოებით 0.66%]”, – აცხადებს კობახიძე.
ის არ აკონკრეტებს რომელ პარტიებთან შეიძლება ითანამშრომლოს 2020-ის არჩევნების შემდეგ “ქართულმა ოცნებამ” თუ მთავრობის დასაკომპლექტებლად პარლამენტში კოალიციის ჩამოყალიბება იქნება საჭირო. კობახიძე ასეთ თანამშრომლობას გამორიცხავს ენმ-სთან, ევროპულ საქართველოსა და პარტიოტთა ალიანსთან.
“[ახლა] არასწორია პარტიაზე, გვარებზე საუბარი”, – აცხადებს კობახიძე, რომლის პროგნოზითაც “ქართულ ოცნებას” კოალიცია საერთოდ არ დასჭირდება და 60 პროცენტის მიღებას შეძლებს არჩევნებში.
შედარებისთვის, პროპორციული წესით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ოცნებამ” 48 პროცენტი მიიღო.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აცხადებს, რომ თანამოაზრეებს კრებს, რომლებთან ერთადაც „ორგანიზებული ძალის“ შექმნას აპირებს და ერთ-ერთ ასეთ ადამიანად „ქართული ოცნების“ ყოფილ პარლამენტარს, ამჟამად დამოუკიდებელ დეპუტატს, ლევან კობერიძეს ასახელებს.
„ვაპირებ, რომ გავაძლიერო ჩემი საქმიანობა იმ გაგებით, რომ თუ აქამდე ორგანიზებული ძალის წევრი არ ვიყავი და არ ვთანამშრომლობდი ორგანიზებულ ძალასთან, მე მივედი იმ ეტაპზე, რომ ვთვლი საჭიროდ, ამ ორგანიზებული ძალის ნაწილი ვიყო“, — თქვა მან 10 ოქტომბერს „მთავარ არხზე“ ნიკა გვარამიას გადაცემაში.
„ჯერჯერობით ვკრებ ადამიანებს, სერიოზულ თანამოაზრეებს, ისინი ლიდერები არიან, რომლებთანაც მექნება ჰორიზონტალური ურთიერთობა… ლევან კობერიძე, მაგალითად“… მას ამ ეტაპზე არ დაუსახელებია სხვა თანამოაზრეები: „მეტს გაიგებთ თავის დროზე“. დოლიძის თქმით, მისი მოძრაობა იქნება „სახალხო წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაცია“.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24