პოლიტიკა

საქართველოს ელჩი რიგის მერს შეხვდა

16.10.19 12:40


15 ოქტომბერს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თეა მაისურაძე რიგის ახლად არჩეულ მერს, ოლეგ ბუროვს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, განხილული იქნა კონკრეტული ინიციატივები, მათ შორის ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

ხაზი გაესვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას სამომავლო ერთობლივ პროექტებში და თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რიგაში თბილისის სკვერის პროექტის დასრულების საკითხს. რიგის მერის მხრიდან დაფიქსირდა სრული მხარდაჭერა საქართველოსადმი და ხაზი გაესვა შემდგომი თანამშრომლობისთვის მზაობას.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები