საზოგადოება

თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება

21.10.19 10:45


თბილისში "აბრეშუმის გზის ფორუმი" იწყება. ფორუმში 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატებმა თბილისში შეკრება უკვე დაიწყეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძის თქმით, ფორუმის მიზანი საერთაშორისო და რეგიონული ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაა.

"ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ხელოვნური ინტელექტი - ეს ის თემატიკა არის, რომლის ირგვლივაც გაიმართება სხვადასხვა დისკუსიები.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთხელ კიდევ ხაზს გაუსვამს ქვეყნის მნიშვნელობას, როგორც სავაჭრო ჰაბს, როგორც სატრანსპორტო დერეფანს და კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდება საქართველოში ოპერირებით," - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ.

სტუმრებს შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი იქნება. ორ დღიან ფორუმს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახსნის.





წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები