ეკონომიკა

„საქართველოს რკინიგზამ" ახალი სატრანზიტო ტვირთები მოიზიდა

21.10.19 11:30


„საქართველოს რკინიგზის" ინიციატივით საქართველოსა და უკრაინას შორის რეგულარულად ივლის საკონტეინერო გემი, ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

საკონტეინერო გემმა პირველი რეისი უკვე შეასრულა და ფოთის პორტში შემოვიდა. რეისები კვირაში ერთხელ განხორციელდება. ამის წყალობით შესაძლებელი გახდა ტვირთის გადაზიდვა ევროპასა და აზიას შორის „საქართველოს რკინიგზის" მეშვეობით.

„ორი ქვეყნის პორტს შორის საკონტეინერო გემის მიმოსვლა ხელს შეუწყობს საქართველოს სარკინიგზო დერეფანზე მოთხოვნის ზრდას და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. საქართველოსა და უკრაინას შორის ახლად დანიშნული საკონტეინერო გემი სარკინიგზო ტვირთბრუნვის ზრდას და შუა დერეფნის განვითარებას, ასევე ბლოკ–მატარებლების მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ევროპისა და აზიის სატრანზიტო ტვირთების გადმორთვა მოცემულ მარშრუტზე მინიმალურ დროსა და ხელსაყრელი ტარიფებით მოხდება, რაც, თავის მხრივ, გაზრდის საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლს და ხელს შეუწყობს რკინიგზის საკონტეინერო გადაზიდვების რეკორდული მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.

სატვირთო გადაზიდვებიდან საქართველოს რკინიგზის შემოსავლები გაიზარდა.

ამასთან, ქვეყნებს, რომლებსაც სახმელეთო საზღვარი არა აქვთ, გაუჩნდებათ შესაძლებლობა, ერთმანეთს სარკინიგზო მიმოსვლით დაუკავშირდნენ, აღნიშნულია განცხადებაში.

პროექტის განხორციელებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო კომპანია MAERSK-ის მხარდაჭერამ, რომელიც ფოთის პორტში ოპერირებს.




წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები