პოლიტიკა

ცესკომ პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა

16.08.16 18:30


ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ლადო ბედუკაძის პარტია “ცენტრისტები” რეგისტრაციიდან მოხსნა.

შესაბამის განკარგულებას ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს მოაწერა ხელი.
როგორც ჟვანიამ განაცხადა, ცესკოსთვის გუშინ გახდა ცნობილი, რომ “ცენტრისტებს” არ ჰყავთ უფლებამოსილი პირი, პარტიის თავმჯდომარის სახით.

„დღეის მდგომარეობით, ცნობილია, რომ პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ ხელმძღვანელი პირის უფლებამოსილებას არ აქვს იურიდიული ძალა. შესაბამისად, ხელი მოვაწერე განკარგულებას, „ცენტრისტების“ რეგისტრაციის განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ. ეს უფლებამოსილება აქვს ცესკო-ს თავმჯდომარეს ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რაც ჩვენთვის მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი“, – განაცხადა ჟვანიამ.

15 აგვისტოს საჯარო რეესტრმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ “ცენტრისტებს”, რომლებიც 2002 წელს არიან დაფუძნებული, 2006 წლის შემდეგ არ ჰყავთ ოფიციალურად დარეგისტრირებული წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირი.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები