საზოგადოება

ქარელში, დევნილთა დასახლებაში, აფეთქება მოხდა – მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა

01.11.19 13:20


ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ე.წ. დევნილთა დასახლების ერთ-ერთ კორპუსში აფეთქება მოხდა. საგნგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიზეზი, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვაა.

უწყებაში ამბობენ, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. დაშავდა ერთი ადამიანი, 58 წლის კაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება კორპუსის სხვა მცხოვრებლებს, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილნი.

“პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი, ოთახებს შორის ტიხრები და ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი,“ – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება მოჰყვა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები