საზოგადოება

ნინო ბურჯანაძე დღეს პატრიაქრს შეხვდა

06.11.19 17:00


„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ილია მე-2-ს საპატრიარქოში შეხვდა.

ჟურნალისტების შეკითხვას, თუ კონკრეტულად რაზე ისაუბრეს, ნინო ბურჯანაძემ არ უპასუხა:

„არ მგონია რომ ეხლა უნდა ვისაუბროთ ჩემი და პატრიარქის საუბარის დეტალებზე, რადგან ეს დახურული შეხვედრა იყო. მე ყოველთვის ვამაყობდი პატრიარქის კეთილი დამოკიდებულებით და განსაკუთრებული დამოკიდებულებით ჩემდამი და ბუნებრივია, მე თავი ვალდებულად ჩავთვალე იმ ამაზრზენი ფაქტის შემდეგ, რომელიც პირდაპირი დარტყმა იყო, მკვლელობის მცდელობა პრაქტიკულად არა მხოლოდ პატრიარქის, არამედ ჩვენი ერის სულიერების, ჩვენი საფუძვლის რაზეც დგას ქართველი ერი განსაკუთრებით, მაშინ როდესაც ქვეყანას უჭირს. საქართველოს მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა კიდევ უფრო გაერთიანდა და შეიკრა პატრიარქის გვერდში დასადგომად, და ეს აბსოლიტურად გასაგებია.

მე რა თქმა უნდდა თავი ვალდებულად ჩავთვალე პატრიარქისთვის ჩემი განწყობა დამეფიქსირებინა, ასევე მე მას მოვუყევი იმ ფაქტის შესახებ, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბათუმში ჩვენი პარტიის მხარდამჭერებთან შეხვედრაზე. ხელვაჩაურის რაიონის სოფელი მახოს მკვიდრმა მურად მალაყმაძემ წარმომადგენელმა მთხოვა, რომ მთელი დარბაზის სახელით, პატრიარქისთვის სოლოდარობა და გვერდში დგომა გადამეცა, პატრიარქს გადავეცი მისი სიტყვები, რომ თუ გონს არ მოვლენ ის ადამიანები, ვინც ებრძვიან პატრიარქს და ჩვენს რწმენას, ავზვირთდებით და წავლეკავთო. ამ სიტყვებს დარბაზში 500 კაცის ერთსულოვანი აპლოდისმენტები მოჰყვა.

ასევე პატრიარქს გადავეცი ის ფოტო, რომელიც მოსკოვში სრულიად შემთხვევითი შეხვედრისას რუსეთის მოქალაქემ მაჩვენა. ეს იყო პატრიარქის ახალგაზრდობის ფოტო, რომელსაც წლების განმავლობაში გულით ატარებდა და ატარებს, პატრიარქმა გაიხსენა, თუ ვის აჩუქა ეს სურათი, აღნიშნა რომ ის არის მისი ნათლული და ძალიან ბედნიერია, მათ ახსოვთ და ასე გულის ჯიბით ატარებენ მის ფოტოს.

ასევე შემიძლია, გითხრათ რომ ის რა თქმა უნდა ძალიან შეწუხებულია მომხდარით, თუმცა მხნედ არის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პატრიარქი სულიერად გაუძლებს ამ დიდ განსაცდელს, მაგრამ შეწუხებულია არა მხოლოდ იმით რომ პირადად მას ატკინეს გული, არამედ იმით, რომ ეკლესიას მიაყენეს შეურაცჰყოფა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ის ხედავს თუ როგორ მიმდინარეობს ბრძოლა ეკლესიისა და მართლმადიდებლობის წინააღმდეგ“. განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები