ეკონომიკა

ლარი 0.36 თეთრით გამყარდა

06.11.19 18:00


6 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9608 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9644 ლარი იყო.

შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.36 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2829 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2973 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.44 თეთრი შეადგინა.

გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5144 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8141 ლარი ეღირება.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, 7 ნოემბრიდან შევა ძალაში.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები