პოლიტიკა
07.11.19 10:45
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა - კახაბერ საბანაძემ, ნინო ჯავახაძემ და ლევან კაკავამ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ვაჟა სირაძესთან ერთად, „სისტემური განახლების" ფარგლებში, რუსთავში, საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების ახალი ცენტრი გახსნეს. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ უწყების სხვა წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები.
თბილისის შემდეგ, რუსთავი პირველი ქალაქია, სადაც მოსახლეობა 50-მდე საპოლიციო სერვისს, ნაცვლად 4 სხვადასხვა ადგილისა, „ერთი სარკმლის“ პრინციპით მიიღებს. მათ შორის: მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების გაუქმებას ან ჯარიმით შეცვლას, ნაპოვნი სანომრე ნიშნის მიღებას, სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალების გაყვანაზე თანხმობას და სხვა. ახალმა ცენტრმა რუსთავის საპატრულო პოლიციის ე.წ. „მე-12 ოთახი“ ჩაანაცვლა.
საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე საპოლიციო სერვისცენტრი აღჭურვილია ვიზიტორთა რიგის მართვის, ელექტრონული ხელმოწერისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემებით. რუსთავის ერთიანი მომსახურების ცენტრში, ასევე, დანერგილია განაცხადების ელექტრონული ფორმით მიღების სისტემა, რაც გამორიცხავს განცხადებებისა და საჩივრების ხელით შევსების აქამდე დამკვიდრებულ პრაქტიკას. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე.
ამავე შენობაში განთავსდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს კუთხეც, რომელიც მოქალაქეებს მის კომპეტენციაში შემავალ სხვადასხვა სერვისს შესთავაზებს.
ერთიანი მომსახურების კონცეფციის დანერგვა 2018 წლიდან, სისტემური განახლების ფარგლებში დაიწყო. გასული წლის 1 მაისიდან უკვე მოქმედებს თბილისის ერთიანი მომსახურების ცენტრი, რომელმაც 1 წლის მანძილზე, 300000-მდე მოქალაქეს გაუწია მომსახურება, სატელეფონო ცენტრმა კი 250000-მდე ზარს უპასუხა.
„სისტემური განახლების“ ერთ-ერთი პრიორიტეტი საგზაო უსაფრთხოების მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც აქტიურად გრძელდება სოციალური კამპანია „მეტი სიცოცხლისთვის“ ახალი ეტაპი. უწყება მთელ რიგ კომპლექსურ ღონისძიებებს ახორციელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაზრდისა და ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით. მათ შორის, ბოლო 6 თვის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, ე.წ. ჭკვიანი კამერების რაოდენობა 2 600-დან 4 314-მდე გაიზარდა. წლის ბოლომდე, მათი რიცხვი 5000-ს მიაღწევს. გატარებული ღონისძიებების პარალელურად, გაიზარდა საგზაო მოძრაობის დროს კანონდარღვევების გამოვლენის მაჩვენებლებიც.
გარდა უსაფრთხო საგზაო მოძრაობისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა ნაკლები დროის დანახარჯით, კომფორტულ გარემოში მიიღოს წვდომა სამინისტროს მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა მომსახურებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ერთიანი მომსახურების ცენტრის რეგიონული კომპონენტის დანერგვით, საგრძნობლად იზრდება საპოლიციო სერვისების მიწოდების ეფექტიანობა და მცირდება სასურველი მომსახურების მიღების დრო.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 253
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24
-
3 თვის მონაცემებით, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 379 პირია აღრიცხული
11:0025.04.24
-
10:3725.04.24
-
10:0025.04.24
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24